Friday, March 4, 2016

ლელა ბახუტაშვილის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული
ტრენინგის მე-9 დღე

მე-9 დღე საკმაოდ საინტერესო იყო. ვნახეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები, შევაფასეთ, გავაკეთეთ უკუკავშირი. განვიხილეთ 8 მოდული. ვისაუბრეთ პრეზენტაციის გაკეთებაზე. ავტვირთეთ ნამუშევრები. შევაჯამეთ ტრენინგი.  მადლობა ქ. დიანას, რომელმაც  დიდი ცოდნა მოგვცა პროექტთან დაკავშირებით,ეს ცოდნა შეცვლის ჩემს გაკვეთილებს სასიკეთოდ. მეტად ნაყოფიერი იყო ეს ტრენინგები პირადად ჩემთვის.
ტრენინგის მე-8 დღე


მე-8 დღეც  საინტერესოდ წარიმართა .გავიმეორეთ შეფასების სახეები;
განვიხილეთ  დიფერენცირებული სწავლების მაგალითები, კერძოდ თუ როგორ მოსწავლესთან გაკვეთილის  რა მოდალობის გამოყენება მოგვცემს უკეთესს შედეგს, ვისაუბრეთ  ვიზუალებთან, აუდიალებთან , კინესთეტიკებთან,,   ასევე ,,ტრანსლიატორებთან'' მუშაობის პრინციპებზე. 

გავეცანით,,google  drave "-ს ანუ ვირტუალურ ფლეშკას, ავტვირთეთ ჩვენი პრეზენტაცია,
ტრნინგი ნაყოფიერი და საინტერესო იყო. მომეწონა. მადლობა ქ. დიანას ასეთი სრულყოფილი  ცოდნის  გადმოცემისთვის.  
მე-6 დღე

        განვიხილეთ მოდული 4.
         შევეხეთ მთავარ კითხვას, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეების სწავლის შეფასების მიზნით.          
         კოლაბორაციული  მუშაობის მიზნით  შევქმნით  ჯგუფებს,  რომლებიც ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდებიან ერთმანეთს და გაუზიარებენ აზრს პროექტთან დაკავშირებით.
        პროექტზე მუშაობისას, აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული მოსწავლის საჭიროებასა და ინტერესს, საშუალებას მივცემ თავად აირჩიოს მისთვის საინტერესო შინაარსი,განახორციელოს  სამუშო ტიპები, რითაც წარმოაჩენს საკუთარ ინდივიდუალურობას. კოლაბორაციული მუშაობისას მოსწავლეებს უწევთ ინიციატივის გამოჩენა, რაც შეიძლება გამოწვევა აღმოჩნდეს მათთვის.

  1.          მაგალითზე განვიხილეთ და ვნახეთ როგორ შეუძლია გამოიყენოს მოსწავლემ  ტექნოლოგიური საშუალებები პროექტისათვის. წარმოადგინოს პრეზენტაციის  ნიმუში, გასმოგვცეს პუბლიკაციით ( გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ბიულეტენი, ბლოგი).

     ჩემთვის სიახლე იყო, რომ ზუსტი ძიებისათვის შემიძლია   სამი მიმანიშნებელი სიტყვა ჩავსვა ბრჭყალებში  და ასე მოვიძიო იოლად, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში.ტრენინგი საინტერესო იყო, მომეწონა.